არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხება
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვნების საქმის განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

დღეს გაგრძელდება 51-ე სკოლის სასწავლო ნაწილის დაკითხვა, რომელიც წინა პროცესზეც იკითხებოდა, თუმცა დაკითხვის დასრულება ვერ მოესწრო.

დაკავებულების ადვოკატების ინფორმაციით, ასევე დღეს დაგეგმილია სკოლის დირექტორის დაკითხვაც.

სხდომის დაწყებამდე ბრალდებულების ადვოკატმა ეკა მაჭარაშვილმა ბრალდების მხარე ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების გაჭიანურებაში დაადანაშაულა.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენას ხელოვნურად აჭიანურებს რათა დაცვის მხარემ ვერ მოასწროს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება.

ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას კი დაცვის მხარე ბრალდების დასკვნის შემდეგ აპირებს. თუმცა ბრალდების მხარე არ ეთანხმება ადვოკატის შეფასებებს, რადგან პროკურორ ზვიად ფხაკაძის განცხადებით ექსპერტიზის დასკვნის ვადები ეს საექსპერტო ბიუროზეა დამოკიდებული. ასევე დღევანდელ პროცესზე გაირკვევა სცნობს თუ არა სასამართლო დასაშვებად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე.