არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღებაში ბრალდებული სამი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის უკანონოდ დაზადება-გასაღების და ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებული სამი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეიცვალა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით – გირაოთი.
სასამართლომ ასევე იმსჯელა მტკიცებულებათა დასაშვებობაზე, თუმცა საქმის განხილვის დასრულება დღეს ვერ მოესწრო და საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 24 იანვარს გამოაცხადებს.
დღეს ბრალდებული სამი პირის, მათ შორის დედა-შვილისა და ავსტრალიის ერთი მოქალაქის საქმე განიხილებოდა.
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული. საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი რვიდან 14 წლამდეა.