მედიის ცნობით, გერმანიის საკანონმდებლო ორგანო განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქებას ითვალისწინებს
მედიის ცნობით, გერმანიის საკანონმდებლო ორგანო განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქებას ითვალისწინებს

გერმანიის მთავრობა ამსუბუქებს კანონებს ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობის შესახებ. ინფორმაციას „ვაშინგტონ ეგზამინერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, გასულ კვირაში გერმანიის საკანონმდებლო ორგანომ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობას მძიმე დანაშაულიდან სამართალდარღვევამდე ამცირებს.

კანონპროექტის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილება აუცილებელია, რადგან არასრულწლოვანებს პორნოგრაფიული შინაარსის სურათების ფლობისთვის მძიმე ბრალდება ექმუქრებათ.

ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დამნაშავეები, როგორც წესი, მოზარდების განვითარების სტადიისთვის დამახასიათებელი მოტივებით მოქმედებენ, როგორებიცაა გულუბრყვილობა, ცნობისმოყვარეობა ან შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი.