არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე შეეძლება, უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლოს
არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე შეეძლება, უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლოს

უფასო იურიდიული დახმარების უფლების მქონე პირთა წრე ფართოვდება. შესაბამისი ცვლილებები „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს შეეძლება, უფასო იურიდიული დახმარების უფლებით ისარგებლოს.

პროექტით კონკრეტდება, რომ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების დაწყებამდე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს და მის კანონიერ/საპროცესო წარმომადგენელს უნდა განემარტოთ უფასო იურიდიული დახმარების უფლების შესახებ, რომლით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, გამომძიებელი შეადგენს ოქმს, რომელსაც ხელმოწერით დაადასტურებს ამ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი.

ამასთან, ინიციატივით განისაზღვრება, რომ აღნიშნული უფლებით სარგებლობაზე უარი არ გამორიცხავს არასრუწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის უფლებას, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.

დატოვე კომენტარი