სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულში ჩაბმა „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული ყველა დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება
სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულში ჩაბმა „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული ყველა დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება

დამამძიმებელი გარემოება იქნება სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის.

შესაბამისი ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინა, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ.

პროექტის თანახმად, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, სულ მცირე, ერთი წლით უნდა აღემატებოდეს.

თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია – სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და, იმავდროულად, სულ მცირე, ერთი წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

ცვლილებებით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.

„პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნის მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის – ბავშვების გამოყენება”, – ნათქვამია პროექტში.