არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

12:38, 20.02.2026

იმერეთში პოლიციამ 16 წლამდე პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1984 წელს დაბადებული ი.დ. დააკავა.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ი.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი