არად ბენკო - გასული წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის პოლიტიკა გართულდა
მე ვარ ისტორიკოსი, მეცნიერი და მაქვს განცდა, რომ გასული წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის პოლიტიკა გართულდა, – განაცხადა საქართველოში ავსტრიის ელჩმა, არად ბენკომ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
„საქართველოს დიდი, ჩრდილოელი მეზობელი, რა თქმა უნდა, არანაირად არ არის დემოკრატიის კერა. მას ყველა ევროპულ პოლიტიკურ პარტიასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს. ევროპისთვის, რა თქმა უნდა, ეს უდიდესი პრობლემაა. იმიტომ, რომ ჩვენ გარკვეული გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ამ გამოწვევებს მზად უნდა დავხვდეთ, მაგრამ მოსახლეობა პოპულარულ გამოსავალს ეძებს“, – განაცხადა არად ბენკომ.
ამ განცხადებით ავსტრიის ელჩმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ ხდება ისე, რომ ევროპულ სახელმწიფოებში მემარჯვენე პოპულიზმი ხშირად რუსეთს უკავშირდება.
მისი თქმით, მოცემულ ვითარებაში აუცილებელია, რეფორმები განხორციელდეს.
„დასავლეთ ევროპაში ძალიან მდიდარი საზოგადოებებია, რომლებიც თავს საკმაოდ კარგად გრძნობენ, მაგრამ ისინი უკეთ არ გრძნობენ თავს. ამიტომ, ამ სიტუაციაში, მაგალითად, ეკონომიკური კრიზისის ფონზე დაზოგვა, ეკონომია უნდა მოხდეს. ადამიანები ასე სწრაფად არ ნებდებიან. ჩვენ უნდა განვახორციელოთ რეფორმები. მაგალითად – საპენსიო რეფორმა. ამ კონტექსტში მემარჯვენე პოპულისტი ძალიან მარტივად დადგება და იტყვის, რომ უცხოელის ბრალია“, – განაცხადა არად ბენკომ.