აქტივისტები ე.წ. უკვდავთა პოლკის აქციას აპროტესტებენ
აქტივისტები ე.წ. უკვდავთა პოლკის აქციას აპროტესტებენ

„კუს ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა ნაწილი იკრიბება. შეკრების მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი აქციისა და შეკრების მიზანია, გააპროტესტონ ამავე ტერიტორიაზე დაგეგმილი ე.წ. უკვდავთა პოლკის მსვლელობა. მოქალაქეთა ჯგუფის სლოგანია „რუსეთი ოკუპანტია“, „არა პუტინის მარშს“.

აქციის ორგანიზატორების მტკიცებით, კონტრაქცია არის მშვიდობიანი და მათ სურთ, საზოგადოებას შეახსენონ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული.

ამ დროისთვის ტერიტორიაზე „უკვდავთა პოლკის“ წარმომადგენლები არ გამოჩენილან.