კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

16:48, 10.07.2021

კუს ტბის საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოები 10-დან 12 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

„საბაგიროს მგზავრთა მომსახურებას 13 ივლისს, ჩვეულ რეჟიმში განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ მერიაში.

მსგავსი