კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

11:06, 08.11.2022

კუს ტბის საბაგირო გზა ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს მგზავრებს ვერ მოემსახურება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი