რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის პიკეტირებას ამაღამვე აპირებენ. ამის შესახებ აქციაზე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს.
„პიკეტირება დღეს საღამოს იქნება. აქციის პარალელურად დავიწყებთ პიკეტირებისთვის მომზადებას“, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
მან ასევე მიმართა სამართალდამცველებს, აქციის მონაწილეებს ხელი არ შეუშალონ.
აქციის მონაწილეები პარლამენტის გარშემო ცოცხალი ჯაჭვის შეკვრას აპირებენ.