აქციის მონაწილეები პარლამენტის პიკეტირებას ამაღამვე აპირებენ

21:19, 25.11.2019

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის პიკეტირებას ამაღამვე აპირებენ. ამის შესახებ აქციაზე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს.

„პიკეტირება დღეს საღამოს იქნება. აქციის პარალელურად დავიწყებთ პიკეტირებისთვის მომზადებას“, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

მან ასევე მიმართა სამართალდამცველებს, აქციის მონაწილეებს ხელი არ შეუშალონ.

აქციის მონაწილეები პარლამენტის გარშემო ცოცხალი ჯაჭვის შეკვრას აპირებენ.

მსგავსი