„ერთიანი საქართველოს“ წევრის, ანზორ ბიწაძის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას დღეს გაათავისუფლებენ.
„რთულია, ადეკვატური მოლოდინი გქონდეს იმ პირობებში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ერთი ჯიჰადი არ გამოუცხადებია მელიასთვის, თორემ ოფისის დაწვიდან დაწყებული, დაპატიმრებით დამთავრებული, ყველა მეთოდით ებრძოლეს. თუმცა მაინც იმედი მინდა დავიტოვო, რომ რაღაც ნაწილში ხელისუფლების კეთილგონიერება გაიღვიძებს და მას დღეს გაათავისუფლებენ“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.