თბილისის პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი - მახსოვს ნიკა მელიას ნათქვამი, პარლამენტში შევიჭრათო
თბილისის პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი - მახსოვს ნიკა მელიას ნათქვამი, პარლამენტში შევიჭრათო

ნიკა მელიას ბრალდების საქმეზე სამართალდამცველების დაკითხვა დაიწყო.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას აძლევს თბილისის პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი გიორგი ქურდაძე. საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა გაიხსენა 20-21 ივნისის მოვლენები. მისი თქმით, აქციის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და დეტალურად ახსოვს, როგორ თათბირობდნენ ოპოზიციონერი ლიდერები, რა დროსაც გაიგო ნიკა მელიას გაჟღერებული მოსაზრება, პარლამენტში შეჭრასთან დაკავშირებით.

ამ წუთებში ადვოკატების მიერ მოწმის ჯვარედინი დაკითხვა მიმდინარეობს.

„ნიკას მელიას ნათქვამი მახსოვს, პარლამენტში შევიჭრათო. პოლიტიკოსები იდგნენ და თათბირობდნენ. ეს რომ თქვა, იქიდან წამოვიდა აზრი, რომ შევიჭრათ მერე რა ვქნათო. რასაც ვყვები, ყველაფერი ზუსტად მახსოვს, რა და როგორ ვითარდებოდა, როცა პოლიტიკოსები შეიკრიბნენ ჩემს მახლობლად“, – განაცხადა გიორგი ქურდაძემ.