ანზორ ბიწაძე - ე.წ. ლეიბორისტების ფორმატში არანაირი პრობლემა და განხეთქილება არ არის
ანზორ ბიწაძე - ე.წ. ლეიბორისტების ფორმატში არანაირი პრობლემა და განხეთქილება არ არის

ფორმატში, სადაც ჩვენ ვართ წარმოდგენილი, ე.წ. ლეიბორისტების ფორმატში, არანაირი პრობლემა და განხეთქილება არ არის, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ წევრმა, ანზორ ბიწაძემ განაცხადა.

როგორც ანზორ ბიწაძემ აღნიშნა, შიდაპარტიული კონკურენცია დემოკრატიული ნაწილია. შესაძლოა ბევრ პარტიაში იყოს ასეთი რამ, რაც ხდება ასევე ხელისუფლებაში, გაცილებით უფრო მწვავედ, და ამაში ტრაგიკული არაფერია.

„რაზეც შეთანხმდა ოპოზიცია, 14 ნოემბრის გადაგდების შემდეგ, რჩება შეთანხმებული, ერთმანეთის ხმების დაცვისთვის ვართ შეთანხმებული, ვართ ასევე შეთანხმებული, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, რათა წინასაარჩევნო რეჟიმში არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, მოახერხოს გაყალბება, დაშინება და მოსყიდვა. ყველაზე ძირითად სტრატეგიულ საკითხზე შეთანხმება შედგა, დანარჩენი ღმერთმა დაგვიფაროს ყველა ერთ აზრზე იყოს, ამისთვის ვიბრძვით, რომ ყველა აზრს ჰქონდეს პერსპექტივა“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.