ანსამბლი სუხიშვილები აღმოსავლეთ ევროპაში გასტროლებს მართავს
ანსამბლი სუხიშვილები აღმოსავლეთ ევროპაში გასტროლებს მართავს

„ევროტური 2018“ – ანსამბლი სუხიშვილები გასტროლებს აღმოსავლეთ ევროპაში მართავს. მოგზაურობა ნაციონალურმა ბალეტმა 27 იანვარს დაიწყო.

ანსამბლ სუხიშვილების სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, მაყურებელი კმაყოფილია და პროგრამა ცვლილებებითაა სავსე.

„უფრო და უფრო იზრდება დარბაზები და მაყურებელიც ემატება. მთავარი ინდიკატორი ისაა, რომ მაყურებელი კმაყოფილია, პროგრამა ცვლილებებით არის სავსე. შესამჩნევია, თითქოს გგონია, ერთ მთლიანობაშია, არაა ამოვარდნილი ხელწერა და სტილი უცვლელია. როცა გამოვდივართ, ვინც პირველად ნახულობს მათი რეაქციებია ინდიკატორი, როგორია ხარისხი. ძალიან რთული გასტროლია, თუმცა მალევე ანსამბლი ფორმაში დგება და უფრო და უფრო მსუბუქად ხდება შესრულება“, – განაცხადა ილიკო სუხიშვილმა.

ხანგრძლივ საგასტროლო ტურში ილიკო სუხიშვილის მთავარი გზამკვლევი ისევ მაყურებელია. ანსამბლიც ყველა კონცერტზე ტრადიციულად საკუთარი ქვეყნის ისტორიას ყვება. ევროტური 2018 ქალაქ ბერლინში დაიწყო, ეს კი პრაღის თეატრის დივალდო ჰიბერნიას სცენაა, სადაც ანსამბლმა რიგით მე-12 კონცერტი ჩაატარა აღმოსავლეთ ევროპის ტური სუხიშვილებისთვის ტრადიციული საგასტროლო მარშრუტია. ნაციონალური ბალეტი გასტროლს აქ 14 წელია მართავს.

 

ანსამბლ სუხიშვილების დირექტორი ნინო სუხიშვილის თქმით, წლევანდელი ტურისთვის მომზადებულ საკონცერტო პროგრამაში მთავარი ახალი კომპოზიციებია.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეაქცია. მაყურებელი აღფრთოვანებით ხვდება ცდოს ხევსურულს სიმდზე. ხორუმზე ტაში არ გვიკვირს. ეს ახალი კომპოზიციები პირველადაა ამ ტურში. წლების წინ დადგმული ცეკვები მარგალიტებია და გასაგებია, ახალ ცეკვებზეც იგივე რეაქციებია. წლევანდელი ტურისთვის მომზადებულ საკონცერტო პროგრამაში მთავარი ახალი კომპოზიციებია. თბილისში გამართული კონცერტების შემდეგ ორი ახალი კომპოზიცია პროექტ „ცეკვა ქართულის ორი დადგმა „ცეკვა თამაში“და „ორნამენტი“ ქორეოგრაფმა ევროპაში პირველად ჩამოიტანა და ასე ევროპელ მაყურებელს აჩვენა, როგორ ცეკვავენ ქართულ თანამედროვე ცეკვას ახალგაზრდები. ვარშავა-პრაღის შემდეგ ანსამბლის რიგით მე-13 კონცერტს ქალაქ ვარშავის მრავალრიცხოვანი ოპერის თეატრი მასპინძლობს. სუხიშვილების კონცერტების დროს აქ ყოველთვის ანშლაგია. წელს ანსამბლს 9 ქვეყნის 46 ქალაქში 53 კონცერტს ჩაატარებს“, – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

 

„ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას და ორგანყოფილებიან კონცერტზე ვყვებით ჩვენი ქვეყნის ისტორიას, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, – განაცხადა მოცეკვავემ მარიამ მათიაშვილმა.

„ოჯახიდან შორს ყოფნა ასე დიდხანს ცხადია, რთულია, თუმცა ძალიან საინტერესო და მრავალრიცხოვანი ტურია. ჩვენ აქ ვუყვარვართ და ძალიან თბილად გხვდებიან, თითქოს სახლში ხარ. განსაკუთრებით გვიხარია, როცა აპლოდისმენტებს ახალ დადგმაზე გვჩუქნიან. ეს ნიშნავს, რომ კარგი გამოვიდა“, – აცხადებს მოცეკვავე ანა ქორიძე.

მოცეკვავე დავით ჭანიშვილის თქმით, ხანგრძლივი ტური ევროპის გარშემო ანსამბლისთვის განსაკუთრებით რთულია.

„ეს ჩვენი ანსამბლის ტრადიციული ტურია. 14 წელია ყველა ქალაქში გველიან და ძალიან ბევრი ტაშია. ხანგრძლივი ტური ევროპის გარშემო ანსამბლისთვის განსაკუთრებით რთულია. მოცეკვავეები ქალაქებსა და მსოფლიო სცენებს თითქმის ყოველდღე იცვლიან. ყველაზე მეტად რთული ეს ტრადიციული ტური მათთვისაა ვინც პირველად მოგზაურობს“, – განაცხადა მოცეკვავემ.

მოცეკვავე თათია კუკულავასთვის კი ეს მისი პირველი გასტროლია.

„მიყვებოდნენ რომ ძალიან რთული იყო ამიტომ ველოდი, თუმცა ახლაც უცნაურად ვგრძნობ თავს. დიდი პასუხიმგებლობაა ჩემთვის, რადგან ყველგან წარმოვადგენ საკუთარ ქვეყანას, საქართველოს სუხიშვილების სახელით“, – განაცხადა თათია კუკულავამ.

სუხიშვილების საგასტროლო ტურნე აღმოსავლეთ ევროპაში 3 აპრილს დასრულდება, მაისში კი, ნაციონალური ბალეტი თბილისის საკონცერტო დარბაზში იცეკვებს.

ფოტო – ლიზა ციციშვილი