მიხეილ სააკაშვილი - ანტვერპენში მოღვაწე ქართველმა მოქანდაკემ კიევში, ჩემი სახლის ეზოში თანამედროვე ქანდაკება „ქალის ტორსო“ დადგა
მიხეილ სააკაშვილი - ანტვერპენში მოღვაწე ქართველმა მოქანდაკემ კიევში, ჩემი სახლის ეზოში თანამედროვე ქანდაკება „ქალის ტორსო“ დადგა

ანტვერპენში მოღვაწე ქართველმა მოქანდაკემ დავით ნათიძემ დიდი საჩუქარი გამიკეთა, ჩამომიტანა და ჩემი სახლის ეზოში, კიევში დადგა თავისი თანამედროვე ქანდაკება „ქალის ტორსო“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს და ფოტოს აქვეყნებს.

მისი თქმით, ქანდაკების გახსნას ანსამბლ „სუხიშვილების“ ხელმძღვანელები, ნინო და ილიკო სუხიშვილი დაესწრნენ.

„ანტვერპენში მოღვაწე ქართველმა მოქანდაკემ დავით ნათიძემ დიდი საჩუქარი გამიკეთა, ჩამომიტანა და ჩემი სახლის ეზოში, კიევში დადგა თავისი თანამედროვე ქანდაკება „ქალის ტორსო“. ეს მოვლენა განსაკუთრებული იყო თუნდაც იმიტომ, რომ ამ ქანდაკების გახსნას დაესწრნენ, გენიალური ქართველები ნინო სუხიშვილი, ილიკო სუხიშვილი და ასევე სუხიშვილების ანსამბლის ადმინისტრატორი ხატია ეკიზაშვილი და Reuters-ის ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოში მაკა ანთიძე. ძალიან ლამაზი და შემოქმედებითი საღამო გამოგვივიდა ჩემს იაპონურ ბაღში.

P.s სუხიშვილების ანსამბლმა უკრაინის კულტურის სასახლე, სადაც 4000 ადამიანი ეტევა, ხუთი დღის განმავლობაში გაავსო ისე რომ არცერთი ბილეთი არ იშოვებოდა. გარეთ უამრავი მთხოვნელი დგას ზედმეტი ბილეთის…როგორ შეიძლება არ იამაყო!“ – წერს სააკაშვილი.