ანრი ოხანაშვილი - როგორც კი იოსებ სიგუა გამოჯანმრთელდება, კომისიის სხდომაზე მოვა
ანრი ოხანაშვილი - როგორც კი იოსებ სიგუა გამოჯანმრთელდება, კომისიის სხდომაზე მოვა

როგორც კი დეტექტივების სამმართველოს ხელმძღვანელი, იოსებ სიგუა გამოჯანმრთელდება, კომისიის წინაშე წარდგება, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სიგუას შესახებ კომისიამ მიიღო ცნობა, რომ ის მკურნალობის კურსს გადის და ამ მიზეზით სხდომაზე ვერ მივიდა.

„ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის როდესაც კომისიის სხდომაზე მოვიდა თავს გრძნობდა შეუძლოდ, მაგრამ რადგან ვალდებულებაა მაინც გადაწყვიტა მოსულიყო. ეს ჩვენ გავიგეთ მეორე დღეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე არ მოვა კომისიის წინაშე, როგორც კი გამოჯანმრთელდება ის მოვა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე 51-ე სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე, ასევე პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი გამოკითხეს.

 ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები 9 ივლისიდან განახლდება.