რუსეთის ლიდერმა სერგეი სკრიპალთან დაკავშირებულ საქმეს რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია უწოდა
რუსეთის ლიდერმა სერგეი სკრიპალთან დაკავშირებულ საქმეს რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია უწოდა

ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ანკარაში გამართულ შეხვედრაზე დიდ ბრიტანეთში მოწამლული სერგეი სკრიპალის შესახებ ისაუბრეს. ამის შესახებ თურქეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა. ვლადიმერ პუტინის თქმით, სკრიპალთან დაკავშირებული „ინციდენტის“ შესახებ მან თავად მედიიდან შეიტყო.

„გაკვრით შევეხეთ ამ თემას. პრეზიდენტმა დასვა კითხვები , მე განვმარტე ჩვენი პოზიცია. როგორც იცით, ამ ინციდენტის შესახებ, მე თავად მედიიდან შევიტყვე. საერთაშორისო ექსპერტების მონაცემებით, ამგვარი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებების წარმოება მსოფლიოს დაახლოებით 20 ქვეყანაშია შესაძლებელია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა სერგეი სკრიპალთან დაკავშირებულ საქმეს რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია უწოდა.

შეგახსენებთ, რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. დიდმა ბრიტანეთმა მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით, ლონდონისადმი სოლიდარობის ნიშნად, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება 30-მდე ქვეყანამ მიიღო, მათ შორის საქართველომ.