ანკარაში სამსართულიან სახლში ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
ანკარაში სამსართულიან სახლში ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ანკარაში სამსართულიან სახლში ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი, დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ ავრცელებს.

ხანძარი ალთინდაგის რაიონში მდებარე სამსარულიან შენობაში გაჩნდა. საცხოვრებელი სახლი წლების განმავლობაშ ი მიტოვებული იყო და მასში ბოლო პერიოდში ავღანელი მიგრანტები იყვნენ შესახლებულები. მიგრანტები ჯართის შეგროვებით ირჩენდნენ თავს და შენობის პირველ სართულს საწყობად, ზედა სართულებს კი, საცხოვრებლად იყენებდნენ.

ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს. კვამლით მოწამლული 11 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ამჟამად მიმდინარეობს გარდაცვლილების იდენტიფიცირება.