ანჯეი დუდამ მსოფლიო ლიდერებს რუსეთთან გასამკლავებლად გაერთიანებისკენ მოუწოდა
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გაერო-ში მსოფლიო ლიდერებს რუსეთთან გასამკლავებლად გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„თუ ჩვენ დღეს არ ვიმოქმედებთ სოლიდარულად, რათა დავიცვათ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ღირებულებები, ხვალ შეიძლება, ძალიან გვიანი იყოს“, – განაცხადა დუდამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
დუდას თქმით, „სტრატეგიული ცვლილება“, რომელიც მოხდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დროებითი არ არის.
„ჩვენ ვცხოვრობთ ახალ გაურკვევლობის ეპოქაში“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რუსეთისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევისკენ მოუწოდა.