ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, რუსეთს ვეტოს უფლება ჩამოართვას
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, რუსეთს ვეტოს უფლება ჩამოართვას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, დაიცვას გაერო-ს წესდება და რუსეთს ვეტოს უფლება ჩამოართვას.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „გაერო-ს მუშაობა ახლა პარალიზებულია ზუსტად იმიტომ, რომ რუსეთი, როგორც აგრესორი სახელმწიფო, ბლოკავს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რადგან მას აქვს ვეტოს უფლება, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს“.

„უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე საკუთარი სისხლის ხარჯზე აკეთებენ იმას, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ უნდა გააკეთოს თავისი კენჭისყრით. ისინი აჩერებენ აგრესიას და იცავენ გაერო-ს წესდების პრინციპებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რუსეთისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევისკენ და აღნიშნა, რომ ეს იქნება პირველი აუცილებელი ნაბიჯი.

„ომის შეჩერება შეუძლებელია, რადგან აგრესორი ყველა მცდელობას ვეტოს ადებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.