ანგელა მერკელმა და პეტრო პოროშენკომ დონბასში 18 აპრილიდან სააღდგომო ზავის ინიციატივას მხარი დაუჭირეს
ანგელა მერკელმა და პეტრო პოროშენკომ დონბასში 18 აპრილიდან სააღდგომო ზავის ინიციატივას მხარი დაუჭირეს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ დონბასში 18 აპრილიდან სააღდგომო ზავის ინიციატივას მხარი დაუჭირეს. გერმანიის კანცლერისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ბერლინში გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზავი რუსეთის მხრიდან შესრულების უზრუნველყოფის პირობით უნდა შევიდეს ძალაში. ამასთან, პოროშენკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ნორმანდიული ფორმატის შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირებისთვის აუცილებელია მუშაობა ნორმანდიული ფორმატით გაგრძელდეს. როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დარეგულირების კუთხით პროგრესის მიღწევა მხოლოდ პოლიტიკური პროცესით არის შესაძლებელი.