ანგელა მერკელი - ყველაზე გვიან 2005 ან 2006 წლისთვის ჩვენ უნდა გვეთქვა, ცივი ომი არ დასრულებულა, ჩვენ ვუბრუნდებით ცივი ომის პოლიტიკას
ანგელა მერკელი - ყველაზე გვიან 2005 ან 2006 წლისთვის ჩვენ უნდა გვეთქვა, ცივი ომი არ დასრულებულა, ჩვენ ვუბრუნდებით ცივი ომის პოლიტიკას

ყველაზე გვიან 2005 ან 2006 წლისთვის ჩვენ უნდა გვეთქვა, ცივი ომი არ დასრულებულა, ჩვენ ვუბრუნდებით ცივი ომის პოლიტიკას, – ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

ანგელა მერკელმა შეცდომად შეაფასა, რომ მეტი არ გააკეთა გერმანიის თავდაცვის ხარჯების ორ პროცენტამდე გასაზრდელად.

უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყველა საშუალება ამოწურა რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

ანგელა მერკელის თქმით, დიპლომატია აუცილებლობაა და უნდა დაიწყოს ფიქრი სამომავლო სცენარზე, რომლის მიხედვით, სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლებელი გახდება.

„მე მხარს ვუჭერ ამ დიპლომატიურ მცდელობებს. ყველაზე დიდი ინტენსივობით მაწუხებდა უკრაინა. დიდი გულისტკივილით ვამბობ, რომ საკმაოდ ბევრი იყო, ვინც ასე არ იყო დაინტერესებული. მაგალითად, ევროპულ საბჭოში გერმანია და საფრანგეთი ცდილობდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას. ვცდილობდი ამ სიტუაციის თავიდან აცილებას იმით, რაც ხელთ მქონდა. ამის წარუმატებლობა არ არის იმის მტკიცებულება, რომ მცდელობა არასწორი იყო“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.