ანგელა მერკელი კიევში ჩასვლას და უკრაინის პრეზიდენტთან მინსკის შეთანხმებების შესრულების განხილვას გეგმავს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პირველ ნოემბერს კიევში ჩავა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან მინსკის შეთანხმებების შესრულების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
გერმანიის მთავრობის ცნობით, მოლაპარაკებების მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები იქნება, პოლიტიკოსები ასევე განიხილავენ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებას და მინსკის შეთანხმებების შესრულებას.