ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
„გათბობის სეზონი იწყება და რუსეთი განაგრძობს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას მის მამაცურ ძალისხმევაში. ჩამოვედი ევროპის მხარდაჭერის განსახილველად – ზამთრისთვის მზადყოფნიდან თავდაცვამდე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან „დიდი შვიდეულის“ სესხებთან დაკავშირებულ პროგრესამდე“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ამასთან, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა განმარტა, ეს მისი მერვე ვიზიტია კიევში.
My 8th visit to Kyiv comes as the
heating season starts soon, and Russia keeps targeting energy infrastructure.We will help Ukraine in its brave efforts.
I come here to discuss Europe’s support.
From winter preparedness to defence, to accession and progress on the G7 loans. pic.twitter.com/kxxWFA7eA0
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) September 20, 2024