დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ კიევში ვიზიტს გეგმავს
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ კიევში ვიზიტს გეგმავს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ კიევში ვიზიტისთვის ემზადება, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუკონკრეტებია.

მედიის ცნობით, ტუსკმა ამის შესახებ მაშინ განაცხადა, როდესაც პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე გადამზიდავების საპროტესტო აქციების შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხობდა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მძღოლებს სთხოვა, არ გადაკეტონ გასასვლელები „ომის გამო“ და აღნიშნა, რომ „ის მაინც ყველაფერს გააკეთებს, რათა პოლონელი გადამზიდავების ცხოვრება გაამარტივოს“.

ამასთან, როგორც ტუსკმა განმარტა, პოლონეთის მთავრობა ახლოსაა უკრაინის რამდენიმე სასაზღვრო პუნქტზე მძღოლების ბლოკირების შეწყვეტასთან.

შეგახსენებთ, რომ პოლონელი გადამზიდავების ბლოკირება 6 ნოემბრიდან დაიწყო. სხვა საკითხებთან ერთად, ისინი ითხოვენ კომერციული ნებართვების შემოღებას უკრაინული კომპანიებისთვის საქონლის ტრანსპორტირებაზე, გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა და უკრაინელი სამხედროებისთვის მარაგის მიწოდებისა.