ანგელა მერკელი ევროკავშირის უშიშროების საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროკავშირის უშიშროების საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ამის შესახებ მერკელმა ბავარიის ქალაქ ოტობოირენში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ევროკავშირის უშიშროების საბჭოს შექმნის მიზანი საგარეო პოლიტიკაში ახალი წესრიგის ჩამოყალიბება და უფრო ეფექტიანი მოქმედება იქნება. ანგელა მერკელის ინიციატივით, უშიშროების საბჭო როტაციის პრინციპით იმუშავებს.
ევროკავშირის უშიშროების საბჭოს შექმნის იდეა 2018 წლის ივნისში პირველად გერმანია-საფრანგეთის მოლაპარაკებების დროს გამოითქვა.
გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ ერთიან პოზიციაზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა მომავალში ვერ იქნება გონივრული გადაწყვეტილება. კერძოდ, ანგელა მერკელმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების დროს არსებული სირთულეები აღნიშნა.