ანგელა მერკელი 27 აპრილს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვევა
ანგელა მერკელი 27 აპრილს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

მომავალ კვირას გერმანიის კანცლერი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით ჩავა.

ინფორმაციას გერმანიის კანცლერის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მერკელი ვაშინგტონში 27 აპრილს ჩავა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება,

გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები და საგარეო გამოწვევები იქნება.