როგორც ჩანს, Facebook-ს ანდროიდზე საკუთარი აპლიკაციის კარგი გამოცდილება ნამდვილად არ აქვს. უკვე დიდი ხანია, მისი მომხმარებლები წარმადობისა და ბატარეის მოხმარების საკითხებზე ჩივიან. გასულ წელს Facebook-ის პროდუქტების უფროსმა ოფიცერმა კრის კოქსმა უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და საკუთარ თანამშრომლებს მოუწოდა, მიეტოვებინათ თავიანთი iPhone-ები და ანდროიდზე გადასულიყვნენ მანამ, სანამ ყველა არსებულ ხარვეზს შეისწავლიდნენ.
თუმცა, პრობლემები კვლავ პრობლემებად დარჩა, რამაც ანდროიდის ბლოგერს, რასელ ჰოლის უბიძგა სასტიკად გაეკრიტიკებინა Facebook-ის აპლიკაცია, რასაც რეაქციათა მთელი ჯაჭვი მოჰყვა. ამ პროცესში აპლიკაციის წარმადობასთან დაკავშირებული სხვა მრავალი სხვა ხარვეზიც გამოიკვეთა. ჰოლის მტკიცებით, ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა ანდროიდზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა ფეისბუკის აპლიკაციის გარეშე. ტესტირება LG G4-ს ჩაუტარდა.
აღმოჩნდა, რომ Facebook-ისა და Facebook Messenger-ის აპლიკაციების ანინსტალაციის შემდეგ, სმარტფონზე დაყენებულმა სხვა აპლიკაციებმა 15%-ით სწრაფად დაიწყო მუშაობა. მათ 15 სხვადასხვა აპლიკაცია დატესტეს და აღმოჩენილი შედეგები დოკუმენტურად დაასაბუთეს, მომხმარებლებს კი სხვა მოწყობილობების ტესტირებისაკენ მოუწოდეს. არასახარბიელო აღმოჩნდა აპლიკაციის ჩატვირთვის წარმადობაც.
როგორც სტატიაში The guardian-ის ტექნოლოგიური რეპორტიორი სამუელ გიბსი წერს, ჰოლის სტატიის წაკითხვის შემდეგ, მანაც წაშალა საკუთარი სმარტფონიდან Facebook-ის აპლიკაცია, რის შემდეგაც გაირკვა, რომ არა მხოლოდ ბატარეის მუშაობა გახანგრძლივდა, ასწრაფდა სხვა აპლიკაციებიც.
გიბსის თქმით, მან სმარტფონში დატოვა Facebook Messenger-ის აპლიკაცია, ფეისბუკის აპლიკაციის ნაცვლად კი იყენებდა აპლიკაციას სახელით Metal, რომელიც Facebook-ის საიტის მობილურ ვერსიას ხსნის. მისმა Huawei Nexus 6P-ის ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა 20%-ით გაიზარდა. გიბსი ტესტირებას მთელი კვირის მანძილზე ატარებდა.
The guardian-ის რეპორტიორის განცხადებით, Metal-ზე იგი იყენებდა ზუსტად იმავე მახასიათებლებს, რასაც ფეისბუკის ოფიციალურ აპლიკაციაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ანდროიდზე ჩაშენებულ ბატარეის სტატისტიკაში Facebook-ის აპლიკაცია ენერგიის მნიშნელოვანი რაოდენობით მოხმარებას არ აფიქსირებს, როგორც ჩანს, ის ბევრად მეტ ენერგიას იყენებს ფონურ რეჟიმში მუშაობისას, ვიდრე მას რეალურად სჭირდება.
The guardian-ის ტექნოლოგიური რეპორტიორის მომხმარებლებს ურჩევს, ანდროიდზე აპლიკაციის ალტერნატივად გამოიყენონ Google Chrome-ი, რომლის ბოლო განახლებებიც იძლევა იგივე ნოტიფიკაციების, ჩატის და Facebook-ის სხვა მახასიათებლების გამოყენების საშუალებას ფონურ რეჟიმშიც კი.
„ყველა შემთხვევაში, მანამ, სანამ Facebook-ი ანდროიდზე საკუთარ აპლიკაციას გააუმჯობესებს, სმარტფონებიდან მისი წაშლა დღის განმავლობაში დაგიზოგავთ ბატარეის 20%-ს და აასწრაფებს თქვენს ტელეფონს“, წერს The guardian-ის ტექნოლოგიური რეპორტიორი სამუელ გიბსი.
„მომხმარებლების მხრიდან ხშირად გვესმის ჩვენი ანდროიდ-აპლიკაციის ხარვეზების შესახებ. მათი აღმოფხვრით ჩვენ ძალზე დაინტერესებული ვართ და ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ“, – აცხადებს Facebook-ის პრეს-სპიკერი.
წყარო: The guardian