ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე - ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, გავაკეთეთ, მე როგორ გითხრათ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, ჰკითხეთ მას
ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, გავაკეთეთ, მე როგორ გითხრათ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, ჰკითხეთ მას, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მე როგორ გითხრათ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ. საერთოდ, საპატრიარქოს შუამდგომლობების მხოლოდ ხუთი პროცენტია დაკმაყოფილებული. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, ის გაკეთებული გვაქვს. შუამდგომლობა გაიგზავნა სინოდის სხდომიდან ერთ კვირაში, არ ვიცი ახლა, მე მოვუწოდებ თუ არ მოვუწოდებ პრეზიდენტს, მაგრამ ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, გავაკეთეთ. მე როგორ გითხრათ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, ჰკითხეთ პრეზიდენტს“,- განაცხადა ჯაღმაიძემ.
წმინდა სინოდმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს 8 ნოემბერს მიმართა.