ანდრეი პლენკოვიჩი - ყველა ქვეყანას აქვს ლეგიტიმური უფლება აირჩიოს პარტნიორობის მომავალი ფორმა, სად და რა ორგანიზაციაში სურს გაწევრიანება
ანდრეი პლენკოვიჩი - ყველა ქვეყანას აქვს ლეგიტიმური უფლება აირჩიოს პარტნიორობის მომავალი ფორმა, სად და რა ორგანიზაციაში სურს გაწევრიანება

ჩვენ შევაფასეთ ბოლო ორი წლის მანძილზე მიღწეულ პროგრესს,- ასე უპასუხა ხორვატიის პრემიერ- მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა ბრიუსელში პირველი არხის შეკითხვას, რომელიც ასოცირებული ქვეყნების ევროპულ პერსპექტივებს ეხებოდა.

„ჩვენ შევაფასეთ ბოლო ორი წლის მანძილზე მიღწეულ პროგრესს. ეს არის შეხვედრის მთავარი ელემენტი და ასევე დეკლარაციის მისაღებად კონსენსუსის მიღწევა.

ვნახავთ თუ როგორ უნდა მიაღწიონ პარტნიორებმა ინდივიდუალური მიდგომით პროგრესს. რაც შეეხება ასოცირებული ქვეყნების ევროპულ მისწრაფებას, ყველა ქვეყანას აქვს ლეგიტიმური უფლება აირჩიოს პარტნიორობის მომავალი ფორმა, სად და რა ორგანიზაციაში სურს გაწევრიანება. ჩვენ ვაღიარებთ და ვიცით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილეებიდან, სამ ქვეყანას ევროკავშირთან უფრო ახლო ურთიერთობა სურს. ეს ლეგიტიმურია და დასაფასებელი“,- განაცხადა ხორვატიის პრემიერმა.