ხორვატიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის ახალი მთავრობა დაამტკიცა
ხორვატიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის ახალი მთავრობა დაამტკიცა

ხორვატიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის ახალი მთავრობა დაამტკიცა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მმართველმა „ხორვატიის დემოკრატიულმა კავშირმა“ კოალიციური მთავრობა ულტრამემარჯვენე მოძრაობა „სამშობლოსთან“ ჩამოაყალიბა, რის შედეგადაც პლენკოვიჩმა პოსტი მესამე ვადით შეინარჩუნა. ახალ მთავრობას მხარი 79-მა დეპუტატმა 61-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

ცნობისთვის, პარტია „სამშობლოს“ წარმომადგენლები მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის პირველად არიან. ისინი სოფლის მეურნეობის, დემოგრაფიისა და ორ უწყებად დაყოფილი ეკონომიკის სამინისტროდან ერთ-ერთ ნაწილს უხელმძღვანელებენ.