ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში ორსართულიანი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 350 კვ.მ. ფართი. სამსულიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახს ერთჯერადად გადასცემენ 3000 ლარს, სახლის აშენებამდე კი ბინის ქირას გადაუხდიან.
ამასთან, როგორც მერიაში განმარტეს, ხანძრისგან დაზარალებულ ოჯახს მომავალ წელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სოციალური სახლების მშენებლობის კონკურსში.