ანა ნაცვლიშვილი - შსს-ს მოვუწოდებ, თავს ნუ იპამპულავებენ, ძალადობრივი მოწოდებები სახლში, ბალიშის ქვეშ არ ინახება, თუ გამოძიების სრულყოფილად წარმართვის სურვილი აქვთ, youtube-ს მიმართონ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, თავს ნუ იპამპულავებენ, ძალადობრივი მოწოდებები სახლში, ბალიშის ქვეშ არ ინახება, თუ მათ გამოძიების სრულყოფილად წარმართვის სურვილი აქვთ, youtube-ს მიმართონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„ალტ ინფოს“ ჩხრეკა პირდაპირ უკავშირდება პარლამენტში 18 ივლისს დაგეგმილ ვახტანგ გომელაურის გამოსვლას. მმართველი გუნდი ემზადება, რომ ამ მიმართულებით თემის აქტუალიზაცია ხელოვნურად შეამციროს, თითქოს, ამ მოქმედებებით ნაკლები პრობლემა იქნება და ნაკლები კითხვა დაისმება ვახტანგ გომელაურის მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, თავს ნუ იპამპულავებენ, ძალადობრივი მოწოდებები სახლში, ბალიშის ქვეშ არ ინახება, თუ მათ გამოძიების სრულყოფილად წარმართვის სურვილი აქვთ, youtube-ს მიმართონ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს დილიდან გურამ ფალავანდიშვილის სახლსა და „ალტ-ინფოს“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე თბილისის მთავარ სამმართველოშია გადაიყვანეს, ასევე მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს გურამ ფალავანდიშვილიც.