ანა ნაცვლიშვილი - აუცილებელია ინდივიდუალური სანქციების დაწესება
ანა ნაცვლიშვილი - აუცილებელია ინდივიდუალური სანქციების დაწესება

„ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა გერმანული მხარის მიწვევით გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილებოდა.

„ლელოს“ პრესსამსახურიც ცნობით, ანა ნაცვლიშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა „იმ საფრთხეებზე, რასაც ხელისუფლება უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საზოგადოების უპრეცედენტო პროტესტზე, ხელისუფლების რეპრესიებსა და ძალადობაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ, 26 ოქტომბრის მნიშვნელობაზე და სხვა საკითხებზე“.

ნაცვლიშვილმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ქართველი ხალხის მიმართ და ინდივიდუალური სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.

„აუცილებელია ინდივიდუალური სანქციები“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.