„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი

„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე თბილისის სამმართველოშია გადაყვანილი.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ზურაბ მახარაძე საგამოძიებო უწყებაში მის სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ გადაიყვანეს.

მახარაძის მეუღლის განცხადებით, სამართალდამცველები მათ ბინაში დაახლოებით დილის 08:00 საათზე მივიდნენ. ამასთან, მახარაძის მეუღლეს არ დაუკონკრეტებია, წაიღეს თუ არა სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ მათი ბინიდან ნივთები.

„ხუთი პიროვნება იყო მოსული და ჩხრეკა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ მახარაძის მეუღლემ.