ამსტერდამში დანით შეიარაღებული მამაკაცი ქალაქის ცენტრალური სადგურის ტერიტორიაზე გამვლელებს თავს დაესხა და ორი ადამიანი დაჭრა – იუწყება Associated Press.
სააგენტოს ცნობით, თავდასხმის შედეგად აშშ-ის მოქალაქეები დაშავდნენ.
პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავების დროს ისიც დაიჭრა.
პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, მომხდარ ფაქტში „ტერორისტული მოტივი“ იკვეთება.