ამსტერდამის სადგურში მამაკაცმა გამვლელები დანით დაჭრა
ამსტერდამის სადგურში მამაკაცმა გამვლელები დანით დაჭრა

ამსტერდამში დანით შეიარაღებული მამაკაცი ქალაქის ცენტრალური სადგურის ტერიტორიაზე გამვლელებს თავს დაესხა და ორი ადამიანი დაჭრა – იუწყება Associated Press.

სააგენტოს ცნობით, თავდასხმის შედეგად აშშ-ის მოქალაქეები დაშავდნენ.

პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავების დროს ისიც დაიჭრა.

პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, მომხდარ ფაქტში „ტერორისტული მოტივი“ იკვეთება.