ამსტერდამის უნივერსიტეტში პალესტინელების მხარდამჭერთა დემონსტრაცია პოლიციამ დაშალა, დაკავებულია 140 ადამიანი

ამსტერდამის უნივერსიტეტში პალესტინელების მხარდამჭერთა დემონსტრაცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. დაკავებულია 140 ადამიანი, რომლებსაც უმაღლეს სასწავლებელში კარვები ჰქონდათ გაშლილი. ინფორმაციას ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

პოლიციამ, პროკურატურამ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ერთობლივად გადაწყვიტეს, დაშალონ აქციის მონაწილეთა კარვები, რადგანაც უნივერსიტეტში უცხო პირები ხვდებოდნენ.

მანამდე ამსტერდამის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ არაერთხელ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, დაეტოვებინათ კარვები.

პოლიციის მიერ დაკავებული 140 პირიდან ამჟამად პატიმრობაში ოთხი რჩება.