ამირან გამყრელიძე - ვთხოვ მოსახლეობას, ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ბევრი არ ვიაროთ მაღაზიებში, ერთმანეთთან, წლევანდელი ახალი წელი იყოს სრულად მოკრძალებული
ამირან გამყრელიძე - ვთხოვ მოსახლეობას, ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ბევრი არ ვიაროთ მაღაზიებში, ერთმანეთთან, წლევანდელი ახალი წელი იყოს სრულად მოკრძალებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, შეზღუდვების გარკვეულწილად შემსუბუქების პარალელურად, სიფრთხილე გამოიჩინონ და შობა-ახალი წელი მოკრძალებულად აღნიშნონ.

„ვთხოვ მოსახლეობას, ვიყოთ ძალიან ფრთხილად, გავითავისოთ, რომ ძალიან სერიოზულ გამოწვევასთან აქვს მსოფლიოს საქმე, ძალიან სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქართველოში საქმე, ამიტომ წლევანდელი ახალი წელი ვიყოთ ძალიან  მოკრძალებული, არ ვიაროთ ბევრი, იგივე, რომ გაიხსნება მაღაზიები, მიუხედავად იმისა, რომ, მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ყოველთვის აქვს ძალიან მკაცრი რეკომენდაციები, არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში, არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან, წლევანდელი ახალი წელი იყოს სრულად მოკრძალებული, რომ იანვრის განმავლობაში რამდენადაც შეგვეძლება ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი შევამციროთ. რა თქმა უნდა, ოდნავ შემსუბუქების პირობებში ჩვენ ისევ გვექნება გარკვეული ზრდის ტენდენცია, მაგრამ მისი ინტენსივობა უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალურად დაბალ დონეზე, რომ ჯანდაცვის სექტორს არ ჰქონდეს კიდევ ზედმეტი ზეწოლა, ისედაც გადაღლილ სამედიცინო პერსონალს მივცეთ მუშაობის და ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება.