ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციისთვის ინფრასტრუქტურა სერიოზულადაა მომზადებული
ვაქცინაციის გეგმა მთავრობის მიერ დამტკიცებულია და ეს არის ოფიციალური, ნორმატიული დოკუმენტი, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
მისი თქმით, გეგმაში განხილულია ყველა ვერსია, ვარიანტი და სცენარი. ვაქცინაციის გეგმაში წერია 3.9 მილიონი ვაქცინა, იანგარიშება, რომ ის ორჯერ უნდა გაკეთდეს
„ქვეყანაში გვაქვს დაახლოებით 370-მდე ამცრელი პუნქტი, რომელიც ატარებს დღეს მილიონამდე აცრა-ვიზიტს წლის განმავლობაში, რაც გვაქვს რუტინული იმუნიზაციის პერიოდში. გეგმაში წერია, რომ წელს ასაცრელია ქვეყანაში დაახლოებით 1 670 000-მდე ადამიანი ორჯერადად. სულ გვჭირდება 60-პროცენტიანი მოცვა რომ გვქონდეს. წერია გეგმაში 3.9 მილიონი ვაქცინა. იქ იანგარიშება ასევე ის, რომ ორჯერ უნდა გაკეთდეს ვაქცინა და ვაქცინის დანაკარგი. ამისთვის, საჭიროა სიმძლავრეების შემდგომი გაზრდა, როცა მასობრივი იმუნიზაციის კამპანია დაიწყება და ეს ალბათ, იქნება ცოტა მოგვიანებით, გაზაფხულზე, როცა მასობრივი კამპანია დაიწყება.
მანამდე, ინფრასტრუქტურა საკმაოდ სერიოზულად მომზადებულია. მხედველობაში მაქვს ცივი ჯაჭვი, ექიმებს და ექთნებს მრავალჯერადი გადამზადება აქვთ გავლილი.
ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენთან დაახლოებით ოთხი ახალი ვაქცინა დაინერგა. ყველა ვაქცინის დანერგვის წინ ხდება მთელი ამ პერსონალის გადამზადება მრავალჯერადად. ახლა უკვე, დაახლოებით, როცა გვეცოდინება პირველი ვაქცინის შემოსვლის რიცხვები, შემდეგ მეორე ნაკადის და მესამის, შესაბამისად ამ ვაქცინებზე მოხდება სტაფის ხელმეორედ კიდევ გადამზადება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.