ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციის პროცესში დამყოლობა მოსახლეობისგანაც იზრდება, თუკი ყველანი ერთად ვიმუშავებთ, ვფიქრობ, სამიზნეზე გავალთ
ჩვენი სამიზნეა, რომ 60 პროცენტი აიცრას წლის ბოლომდე. თუ გვინდა, რომ ქვეყანაში სიტუაცია რადიკალურად გავაუმჯობესოთ, აუცილებელია, 60 პროცენტი აიცრას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი პოზიტიური დინამიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიზანი შესრულდება.
„დამყოლობა მოსახლეობისგანაც იზრდება. დღევანდელი პოზიტიური დინამიკა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვფიქრობ, თუკი ყველანი ერთად კარგად ვიმუშავებთ, ამ სამიზნეზე აუცილებლად გავალთ. მინდა, იცოდეთ, რომ რაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით წელს ხდება გლობალურად და საქართველოში, ასეთი რამ ისტორიაში ჯერ არ მომხდარა. არ მომხდარა, რომ ხუთი ან ექვსი მილიარდი ადამიანი ერთი წლის განმავლობაში აცრილიყო, რაც გლობალურად სამიზნეა და არც საქართვლოში მომხდარა, რომ სამი მილიონ ოთხასი ათასი აცრა ჩაგვეტარებინოს ერთი წლის განმავლობაში, ესეც სამიზნეა. ამიტომ, ყველამ ერთად ეს უნდა შევძლოთ. უნდა გავასამმაგოთ ჩვენი სიმძლავრე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.