ამირან გამყრელიძე - ვმუშაობთ „ექსპო ჯორჯიასთან“, სპორტულ დაწესებულებებთან, მოლებთან მათი ფართების გამოყენებაზე, რათა ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იყოს როგორც დაჯავშნით, ისე ცოცხალი რიგით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დიდი ასაცრელი სივრცეები მოეწყობა.
გამყრელიძის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა „ექსპო ჯორჯიასთან“, ჰუალინგის ცენტრთან, სპორტულ დაწესებულებებთან და მოლებთან, რათა ივლისიდან ინტენსიური ვაქცინაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს როგორც წინასწარი დაჯავშნით, ისე ცოცხალი რიგით.
„საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში სულ მცირე სამი ან ოთხი, დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო. კარვებზე არ არის საუბარი, საუბარია უფრო დიდ სივრცეებზე. დასამალი არ არის, აქტიურად ვმუშაობთ „ექსპო ჯორჯიასთან“ მათი პავილიონების გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე ჰუალინგის ცენტრთან მათი ფართობების გამოყენებაზე, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, სადაც დიდი დარბაზებია, მოლებთან, რათა ინტენსიური ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, როგორც წინასწარი დაჯავშნით, ისე ცოცხალი რიგით“, – აღნიშნა გამყრელიძემ.