ამირან გამყრელიძე - „სინოფარმით“ ორ აცრას შორის შუალედი 21-დან 28 დღეა, თუმცა რაღაც პირობების გამო, მოქალაქე ამ პერიოდში თუ ვერ აიცრება, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ შემდეგ მიიღოს მეორე დოზა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სინოფარმის“ შემთხვევაში მეორე დოზის გაკეთება რეკომენდირებულია პირველი აცრიდან 21-28 დღის ფარგლებში.
თუმცა, გამყრელიძის განმარტებით, თუ მოქალაქე გარკვეული მიზეზების გამო აღნიშნულ პერიოდში აცრას ვერ შეძლებს, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მან მეორე დოზა შემდეგ მიიღოს.
„სინოფარმზე“ აცრა ხდება 18 წლის ზემოთ. ორ აცრას შორის შუალედი არის 21-დან 28 დღე, თუმცა მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არის თვითონ ინსტრუქციით რეკომენდირებული პერიოდი, როდესაც ოპტიმალურია იმუნური პასუხის გამომუშავება 21-დან 28 დღის მეორე დოზის შემდეგ. ამიტომ სასურველია, რომ ეს დავიცვათ, თუმცა თუ რაღაც პირობების გამო, ადამიანი ვერ შეძლებს მეორე დოზაზე მისვლას 21-28 დღის ფარგლებში, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მეორე დოზა მან შემდეგ მიიღოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.