ამირან გამყრელიძე - ქვეყანას აქვს რესურსი, დღეში 30 ათასი ადამიანი აცრას, თუმცა შესაძლოა, მოეწყოს დიდი მარათონი და ამ რიცხვმა 50 ათასსაც მიაღწიოს
ქვეყანას აქვს რესურსი, დღეში 30 ათასი ადამიანი აცრას, თუმცა შესაძლებელია, მოეწყოს დიდი მარათონი და ამ რიცხვმა 50 ათასსაც მიაღწიოს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ფეისბუქ-ჩართვისას განაცხადა.
მან მოიყვანა ისრაელის მაგალითი, რომელმაც თავისი მოსახლეობის 60-70 პროცენტი სამ თვეში აცრა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, იანვრის დასაწყისში ისრაელში დღე-ღამეში ინფიცირების 10-15 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა და 100-ზე მეტი ადამიანი იღუპებოდა, მარტის ბოლოს-აპრილის დასაწყისში კი ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათეულამდე დაეცა და იყო დღეები, როდესაც გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდებოდა.
„აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი ჩვენთვის კრიტიკულია და მინდა, აცრების დღიური მაჩვენებელი 25 ათასზე ნაკლები არ იყოს,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.