ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ვაქცინით ერთჯერადად აცრილებიდან 0.8 პროცენტში დაფიქსირდა ინფიცირება, ორი დოზით აცრილებიდან კი 0.2 პროცენტი დაინფიცირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ერთჯერადად აცრილებიდან 0.8 პროცენტში დაფიქსირდა ინფიცირება, ხოლო ორჯერადად აცრილების 0.2 პროცენტი დაინფიცირდა.
„რაც შეეხება ვაქცინაციის შემდგომ დაინფიცირებას, ჩვენ ამას მუდმივ რეჟიმში ვსწავლობთ, ერთჯერადად აცრილებიდან 0.8 პროცენტში დაფიქსირდა ინფიცირება, მაგრამ თითქმის ყველა შემთხვევაში დაავადება წავიდა მსუბუქად. იყო გამონაკლისი ადამიანებისა, რომლებსაც დასჭირდათ ჰოსპიტალიზება. ორჯერად აცრილებში ეს პროცენტი ბევრად დაბალია, ორჯერადად აცრილების 0.2 პროცენტი დაინფიცირდა. გარდაცვალება დაფიქსირდა, მაგრამ არა კოვიდის გამო, ამ საკითხს ვსწავლობთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.