ამირან გამყრელიძე - ჩვენთან კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ჯერ ნებაყოფლობითია, თუმცა ვემხრობი, რომ ექიმებისა და პედაგოგებისთვის აცრა იყოს სავალდებულო
„კოვიდის“ საწინააღმდეგო აცრები ჩვენთან ჯერჯერობით ნებაყოფლობითია, თუმცა ჩემი პირადი პოზიციაა, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა იყოს სავალდებულო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ექიმები და მასწავლებლები აცრილები უნდა იყვნენ.
„ექიმებში დღეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს აცრის, ეს არის 78 პროცენტი ერთჯერადი და 70 პროცენტი ორჯერადი. სამედიცინო დაწესებულებები ფრონტის პირველი ხაზია, ჩვენ უნდა ვიყოთ აცრილი და სხვას მივცეთ მაგალითი. შემდეგი ჯგუფია, რა თქმა უნდა, პედაგოგები. პირველ რიგში საშუალო სკოლის პედაგოგები, რადგან მათ საქმე აქვთ ჩვენს მომავალთან. სასურველია, რომ ისინი იყვნენ აცრილები. აქაც სერიოზულად აიწია აცრის მაჩვენებელმა. ერთჯერადად მასწავლებელთა 63 პროცენტია აცრილი, ხოლო ორჯერადად აცრის მაჩვენებელია 52 პროცენტია. უსაფრთხო სკოლის კონცეფციისთვის აუცილებელია, რომ მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი იყოს აცრილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.