ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სამედიცინო პერსონალის, ორსულებისა და დიალიზზე მყოფი პაციენტების გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა რამდენიმე დღეში დაიწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ამჟამად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 43 000 დოზაა შემოსული.
მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალის, ორსულებისა და დიალიზზე მყოფი პაციენტების აცრა უახლოეს დღეებში დაიწყება.
„წელს სახელმწიფომ მთლიანად ვიყიდეთ გრიპის საწინააღმდეგო ოთხ კომპონენტიანი ვაქცინის 200 000 დოზა, 43 000 შემოსულია. სულ მალე, 2-3 დღეში დაიწყება ვაქცინაცია სამი პრიორიტეტული ჯგუფის. ესენია: სამედიცინო პერსონალი, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები. ოქტომბრის 25 რიცხვისკენ ვველოდებით დანარჩენ 160 000 დოზას და შემდეგ ეს განივრცობა უვე ბავშვებზე, ქრონიკულ დავადებებზე და ასე შემდეგ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენ ხანში შეიძლება კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან გრიპზე აცრა, გამყრელიძის განმარტებით, დღევანდელ დღემდე რეკომენდაციაა, რომ თუ პირს რომელიმე ვაქცინა გაკეთებული გაქვს, 14 დღის შემდეგ შეუძლია მეორე ვაქცინის გაკეთება.