ამირან გამყრელიძე - 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის წახალისების მექანიზმის შემდეგ, ვაქცინაციაზე მიმართვიანობა გაოთხმაგდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი
ვაქცინაციის პროცესი მიუხედავად მრავალი ღონისძიებისა იმ ტემპით ვერ მომდინარეობს, რაც გვინდა და გვჭირდება. წახალისების გამოცხადების შემდეგ ცოტა მოიმატა, კვირის სამუშაო დღეებში გვაქვს შვიდი ათასი და ოდნავ მეტი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც წახალისების მექანიზმი ამუშავდა და 200 ლარი ეძლევათ 60 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს ვაქცინისთვის, ამ ასაკის მოსახლეობის აცრებზე მიმართვიანობის მაჩვენებელი გაოთხმაგდა.
ამასთან, გამყრელიძე აცხადებს, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგრძნობლად დაკლებულია.
„მიუხედავად ამდენი საუბრისა, მოწოდებისა პირბადის მაჩვენებელი 37 პროცენტია, რომ დავდივარ ახლა რაიონებში, სოფლებში, თბილისში, სამწუხაროდ, პირბადის მაჩვენებელი მაინც დაბალია, არის 37 პროცენტი, როცა გვინდა, რომ იყოს 80-90 პროცენტი. პირბადე ვაქცინის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი დამცავი იარაღია. ზღვარზე მუშაობს ჯანდაცვის სისტემა, 52 000-ია დღეს აქტიური პაციენტია ქვეყანაში, აქედან 6 000-მდე არის სტაციონარებში. ძალიან მაღალ დატვირთვაზე მუშაობს ჯანდაცვის სისტემა. დღევანდელი გარდაცვალების რიცხვია არის 76, რაც ძალიან ტრაგიკულია. ამ შემთხვევების პრევეციის ერთდერთი იარაღი არის ვაქცინაცია. ვაქცინაციის მოცვა გვაქვს 34.3, რაც ძალიან დაბალია. სულ მცირე 60 პროცენტი უნდა გვქონდეს, რომ ვისაუბროთ ოდნავ გარდატეხას შევიტანთ ეპიდსიტუაციაში. მიუხედავად ამდენი საუბრისა, დამყოლობა ძალიან დაბალია“, – განაცხადა გამყრელიძემ.